მთავარი გვერდი   ჩვენს შესახებ   გალერეა  ზოგადი ინფორმაცია   სართულებისა და ბინების გეგმა  დაგვიკავშირდით 


                                                                                    „TK  İNSAAT”-ის
შესახებ
                      შპს „TK İNSAAT”-ი  2007 წელს თურქეთის ორი გამოცდილი ფირმის - ''TUZCUOGLU İNSAAT”-ისა და “KESKİNLER DİS TİCARET”-ის პარტნიორობით,  არაბეთის გაერთიანებული ემირატებსა და სპარსეთის ყურის სხვადასხვა  ქვეყნებში საერთშორისო ოპერაციების გაფართოების მიზნით, თურქეთის ქალაქ ანკარაში დაარსდა. სამშენებლო კომპანია „TK İNSAAT“-ის პარტნიორებმა საერთაშორისო ბაზარზე, სავაჭრო და სამშენებლო სფეროში 65 წლიანი გამოცდილება გამოავლინეს. გამოცდილი და კვალიფიციური პარტნიორების მეშვეობით ფირმამ: გზები, ინფრასტრუქტურა, საკანალიზაციო სისტემები და სამშენებლო სექტორისათვის აუცილებელი ყველა პროექტი უნაკლოდ განახორციელა.
                    არაბეთის გაერთიანებული ემირატების და თურქეთის წარმატებულ პროექტებზე ხელმოწერის შემდეგ, „TK İNSAAT”-მა 2012 წელს რეგიონში ეკონომიკური ფასეულობის შექმნისა და ხარისხიანი მშენებლობის განხორციელების მიზნით, მოქმედებები საქართველოშიც წამოიწყო. კომპანიის ცენტრალური ოფისი  მდებარეობს თურქეთში, ქალაქ ანკარაში, ფილიალელები კი განლაგებულია არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, აბუ დაბიში და საქართველოში, კერძოდ ქალაქ ბათუმში. სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელებული წარმატებული პროექტებიდან გამომდინარე შპს „TK  İNSAAT”-ი ყოველთვის ცდილობს ლიდერისა და სანდო ფირმის სახელი მოიხვეჭოს.

                      შპს ''TUZCUOGLU İNSAAT”   ჩვენი პარტნიორების შესახებ
                   შპს ''TUZCUOGLU İNSAAT”-ი თურქეთში, კერძოდ ანკარაში 1985 წელს დაარსდა. კომპანია 1990 წლამდე თავის საქმიანობას ქვეყნის შიგნით ახორციელებდა, შემდგომში კი ქვეყნის გარეთაც და დღესდღეობითაც სხვადასხვა ქვეყნებში აგრძელებს მოღვაწეობას. თავდაპირველად 1990 წლამდე ამ კომპანიის სახელწოდება „SSCB“ იყო. მას ამ სახელწოდებითაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში, 10 მეტი პროექტი წარმატებით განუხორციელებია. 1997 წელს კომპანიამ საქმიანობა ახლო აღმოსავლეთსა და ისრაელში განაგრძო და დღემდე ახორცილებს საცხოვრებელი სახლების, სკოლების, სარეაბილიტაციო ცენტრების, ზღვის წყლის რაფინირების ცენტრის, სავაჭრო ცენტრების და სხვა მსგავს პროექტებს.
              

  შემდეგი გვერდი