ჩვენს შესახებ      
fbg_bg_bottom
TK მშენებლობის შესახებ           

   

           TK სამშენებლო კომპანია 2007 წლის თურქეთის ორი გამოცდილი ფირმის მიერ ''თუზჯუოღლუ მშენებლობა და ქესქინლე საგარეო ვაჭრობის'' პარტნიორობით, საერთშორისო ოპერაციების გაერთიანებული ემირატებსა და სხვა სრუტის ქვეყნებში გაფართოების მიზნით, თურქეთში დაარსდა. TK სამშენებლო კომპანიიის პარტნიორებმა საერთაშორისო ბაზარზე, სავაჭრო და სამშენებლო სფეროში 65 წლის გამოცდილება გამოავლინეს. პარტნიორების სიძლიერით, ფირმამ გზები, საკანალიზაციო სისტემები და შენობისთვის ყველა აუცილებელი პროექტი განახორციელა. გაერთიანებული ემირატების და თურქეთის წარმატებულ პროექტზე ხელისმოწერის შემდეგ, TK სამშენებლო კომპანიამ 2012 წელს რეგიონში ეკონომიკა ფასეულობის შექმნის და ხარისხიანი მშენებლობის განხორციელების მიზნით, მოქმედებები საქართველოშიც წამოიწყო.მთავარი კომპანია მდებარეობს თურქეთში, ანკარაში, ფილიალელები კი განლაგებულია გაერთიანებულ ემირატებში, აბუდაბაბში, საქართველოში, ბათუმში, TK მშენებლობა ცდილობს ლიდერის და სანდრო ფირმის სახელი მოიხვეჭოს.

about_1
 ჩვენი პარტნიორების შესახებ           

                                                               თუზჯუოღლუ მშენებლობა

              ''თუზჯუოღლუ'' მშენებლობა და საგარეო ვაჭრობა თურქეთში, კერძოდ ანკარაში 1985 წელს დაარსდა. კომპანია ღონისძიებებს 1990 წლამდე ქვეყნის შიგნით ახორციელებდა, შემდგომში კი ქვეყნის გარეთაც და დღესდღეობითაც სხვადასხვა ქვეყნებში აგრძელებს მოღვაწეობას. თავდაპირველად 1990 წლამდე ამ კომპანიის სახელწოდება SSCB იყო. მას ამ სახელწოდებითაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში, 10 მეტი პროექტი წარმატებით განუხორციელებია. 1997 წელს კომპანიამ მოქმედებები ახლო აღმოსავლეთსა და ისრაელში განაგრძო და დღევანდელ დღემდე ახორცილებს საცხოვრებელი სახლების, სარეაბილიტაციო ცენტრების, ზღვის წყლის რაფინირების ცენტრის, სავაჭრო ცენტრების და სხვა მსგვას პროექტებს.

                                                            ''ქესქინლერ'' საგარეო ვაჭრობა

          ''შპს ქესქინლერ საგარეო ვაჭრობა'' დაარსდა 1975 წელს ანკარაში.2004 წლამდე კომპანიამ ანკარა სტამბოლის დამაკავშირებელ გზაზე ბენზინგასამართი სადგურები, სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები და ტექსტილის მაღაზიები ააშენა.

            1991 წელს ''ქესქინლერ''-მა ანკარაში ''სიცილია პიცა'', ''ჰეპი დეისი'' და '' ლავიტა პატისერი''-ის რესტორნები გახსნა.ანკარის სხვადსხვა ადგილებსა და სავაჭრო ცენტრებში რესტორნების გახსნის რიცხვმა 12 გადააჭარბა.

           1997 წელს ''ქესქინლერი'' ყველაზე ცნობილი იტალიური ბრენდის ''პოლ&შარკ'' ( "Paul&Shark") და ''ტომი ჰილფიგერის'' ( "Tommy Hilfiger") წარმომადგენელი გახდა. ანკარის საუკეთესო სავაჭრო ცენტრებში არსებულმა მაღაზიების რიცხვმა 8-ს მიაღწია.

           ძირითად საქმიანობასთან ერთად '' ქესქინლერს'' ამავდროულად ყველაზე პრესტიჟულ კომერციულ ადგილებში საცხოვრებელი პროექტებიც განუხორციელებია.